Georgian Vocational Education Foundation

მთავარი » About Us » სამეწარმეო ცოდნა და უნარები – წამყვანი ქვაკუდხედია განათლების განვითარების სტრატეგიაში.

სამეწარმეო ცოდნა და უნარები – წამყვანი ქვაკუდხედია განათლების განვითარების სტრატეგიაში.

რუბრიკები

Advertisements

განათლების ყველა საფეხურზე სამეწარმეო საწავლების შემოღების პრობლემის განხილვას მიეძღვნა 2012 წლის 11 – 12 ივნისს მოლდოვეთის დედაქალაქ კიშენევში ევროკომისიის და ETF – ის ეგიდით ჩატარებული საერთაშორისო კონფერენცია.

კონფერენცია ორგანიზებული იყო აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა – 4 კონტექსტში და მასზე   შეკრებილი იყვნენ პრაქტიკოსი ექსპერტები და პოლიტიკოსები პარტნიორობის ექვსი ქვეყნიდან. მათ განიხილეს მეწარმეობის სწავლება, როგორც საკვანძო კომპეტენციების მიღწევის აუცილებლობა ფორმალურ განათლებასა და არაფორმალურ სწავლებაში.

როგორ ჩამოვაყალიბოთ სამეწარმეო აზროვნება, როგორ მოვახდინოთ საჭირო ცოდნისა და უნარების ინტეგრირება სასწავლო პროცესში, ანუ როგორ ვასწავლოთ  მეწარმეობა – ამ კითხვებზე მიმდინარეობდა კონფერენციის ფარგლებში გამართული ორდღიანი დისკუსია.

ამ კონტექსტში ექსპერტების მიერ ყველაზე მნიშვნელოვან ელემენტად მიჩნეულ იქნა მეწარმეობის როგორც ძირითადი კომპეტენციის ინოვაციური პრაქტიკის განვითარება, აღმოსავლეთი პარტნიორობის და ევროკავშირის ქვეყნებში ფორმალურ და არაფორმალურ განათლებაში დაგროვილი გამოცდილების გაზიარება, აგრეთვე მასწავლებელთა მიზნობრივი გადამზადების პრაქტიკის დანერგვა.

საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის წარმომადგენლებმა აქტური მონაწილეობა მიიღეს კონფერენციის მსვლელობისას ამ მხრივ მომუშავე  არაფორმალური განათლების ლაბორატორიის მუშაობაში. ფონდის გამგეობის თავჯდომარე ბ – ნი ა.ეჯიბაძე გახლდათ გამართული დისკუსიის კო – მოდერატორი.

კონფერენციაზე მიღწეული დასკვნების გათვალისწინებით ევროკომისიისა და ETF – ის მიერ აღმოსავლეთ პარტნიორობის პლატფორმა – 4 მონაწილე ქვეყნებისთვის შემუშავდება სათანადო რეკომენაციები.

ალექსანდრე ეჯიბაძე

ალექსანდრე ეჯიბაძე

Advertisements

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: