Georgian Vocational Education Foundation

მთავარი » The Regions » საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მემორანდუმი

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატისა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის მემორანდუმი

რუბრიკები

Advertisements

საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატამ და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდმა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გააფორმეს, რომელსაც ხელს მოაწერეს საქართველოს სავაჭრო-სამრეწველო პალატის პრეზიდენტმა, კახა ბაინდურაშვილმა და საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის გამგეობის თავმჯდომარემ, ალექსანდრე  ეჯიბაძემ.

მემორანდუმის მიზანია, პროფესიული მომზადება-გადამზადების ხელშეწყობით ბიზნესის განვითარება, შრომით რესურსებზე ბიზნესის რეალური მოთხოვნების  შესწავლა და სათანადო კადრებით უზრუნველყოფის ღონისძიებათა დასახვა, ინოვაციური პროექტების რეალიზაციის დაფინანსირებისთვის პარტნიორებისა და დონორების მოძიებაში ორგანიზაციული  ურთიერთმხარდაჭერა და სხვა.

მემორანდუმი ითვალისწინებს მეწარმეთა აქტიური ჩართვის, საწარმოებში სასწავლო უბნების, სახელოსნოების, სამოსწავლო ადგილების შექმნის ხელშეწყობის მეშვეობით, არაფორმალური პროფესიული მომზადება-გადამზადების მობილური სისტემის ჩამოყალიბებას. ქვეყნის წამყვანი და პირველ რიგში, მაღალი ტექნოლოგიების დარგების განვითარების ხელშეწყობის მიზნით, პროფესიული მომზადება-გადამზადებისა და სტაჟირების საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში აქტიურ ჩართვას.

მემორანდუმის მიხედვით გათვალისწინებულია: სავაჭრო-სამრეწველო პალატის ეგიდითა და ფონდის თანამონაწილეობით,  საინფორმაციო, მეთოდური, სასწავლო, მომზადება-გადამზადების სათავო და რეგიონული ცენტრების შექმნა.

კვალიფიცირებული შრომითი რესურსის მონაცემთა ბაზის – HR & JOBS შექმნა და  დასაქმების ხელშეწყობა. პროფესიული მომზადებისა და გადამზადების, ტრენინგების, სტაჟირების, დისტანციური სწავლების და საკონსულტაციო მომსახურების  „ინტერნეტ – მაღაზიის“ შექმნა. მცირე და საშუალო ბიზნესისთვის წარმოების თანამედროვე ფორმების შემსწავლელი სემინარების და ტრეინინგების ორგანიზება.

ალექსანდრე ეჯიბაძე - მემორანდუმი

Advertisements

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: