Georgian Vocational Education Foundation

მთავარი » ფონდის შესახებ » პროფესიული განათლების მდგომარეობის ანალიზი და ტრანსფორმაციის პროექტი

პროფესიული განათლების მდგომარეობის ანალიზი და ტრანსფორმაციის პროექტი


ქვეყანაში დადგა რეფორმების ახალი ტალღის ხანა. ყოველ დღე ტელევიზიის მეშვეობით გვაცნობებენ ამა თუ იმ დარგში დასახული გარდაქმნების შესახებ.  ცოტა ხნის წინ გამოქვეყნდა სახელწლმწიფო კომისიის ხედვა მეცნიერებისა და უმაღლესი განათლების რეფორმის თაობაზე, რომელმაც მეცნიერთა აქტიურ წრეში გამოიწვია საკმაო ვნებათა ღელვა. მოკლე დროში კომისიის წევრთა ნაწილმა  მოაყოლა სასკოლო რეფორმის ფრაგმენტალური ხედვაც. რიგი დაუდგა პროფესიული განათლების დარგსაც. რა გეზს ავირჩევთ ამჟამად? კვლავ გავაგრძელებთ “პოტიომკინის სოფლების” შენებას?  თუ დავადგებით პროფესიული განათლების ადექვატურ სისტემად ტრანსფორმაციის გზას? ამის გამო მთავარ თემად გთავაზობთ ამ პრობლემის მიმართ ჩვენს ხედვას.

ათეული წლების განმავლობაში სახელმწიფოს პოლიტიკა პროფესიული განათლების  მიმართ არ იყო თანმიმდევრული, არ ეყრდნობოდა ანალიტიკურ მიდგომებს, უმეტეს შემთხვევაში ხასიათდებოდა უკიდურესი ვოლუნტარიზმით და ამის გამო ვერ შეიძინა როგორც ქვეყნის მიმდინარე ეტაპისთვის, აგრეთვე სტრატეგიული სოციალურ-ეკონომიკური ინტერესების განხორციელებისთვის საჭირო სისტემური ხასიათი. ამის შედეგად პროფესიული განათლების სისტემა ადეკვატურად ვერ პასუხობდა თვითოეული კონკრეტული ეტაპის და მომავალში მოსალოდნელ  გამოწვევებს.                                                                                                                                                                                       

ჩვენი აზრით, ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობის და დღევანდელი ეტაპის მასშტაბური პოლიტიკური და სოციალური გამოწვევების, ანუ  განსხვავებული სცენარების პირობებში, პროფესიული განათლების ადაპტაციის პოლიტიკა უნდა გახდეს უფრო მოქნილი. პირველ რიგში ამისთვის ჩამოსაყალიბებელია მკაფიო, სისტემური ხედვა, მიდგომები და პრინციპები, რომლებიც  დაეფუძნება სოციალურ-ეკონომიკური განვითარების მიმდინარე და სტრატეგიულ ინტერესებს, მსოფლიო თანამეგობრობის „ათასწლეულის დეკლარაციაში“ განვითარებისთვის ფორმულირებულ ამოცანებს, აგრეთვე შანხაის მესამე საერთაშორისო კონგრესის რეკომენდაციებს.

ეკონომიკური ვითარებიდან გამომდინარე, რომელიც ხასიათდება დიდი სოციალური უსამართლობით, აგრეთვე გაეროს, იუნესკოს, ევროკავშირის და რიგი საერთაშორისო დონორი ორგანიზაციების მიერ შემუშავებული გეზის გათვალისწინებით ტექნიკური და პროფესიული განათლებისა და მომზადების სისტემა უნდა იქცეს აღიარებულ პოლიტიკურ პრიორიტეტად. ამ შემთხვევაში ის რეალურად შეუწყობს ხელს ქვეყნის სოციალურ და ეკონომიკურ ცხოვრებაში არსებული მრავალი სახის პრობლემების გადაწყვეტას და მოსახლეობის მოთხოვნათა  დაკმაყოფილებას.

გაეცანით მიმაგრებული ფაილის სახით:  საქართველოს პროფესიული განათლების სფეროში არსებული მდგომარეობის ანალიზს და  პროფესიული განათლების სისტემის ტრანსფორმაციის პროგრამის 12 ძირითადი მიმართულებას.

 vef

Advertisements

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: