Georgian Vocational Education Foundation

მთავარი » ფონდის შესახებ » განხორციელებული პროექტები

განხორციელებული პროექტები


საქართველოს პროფესიული განათლების მუშაკთა ასოციაცია „პირამიდა“ – ს მიერ განხორციელებული პროექტები

ასოციაცია „პირამიდა“ დაფუძნდა 2002 წელს როგორც საზოგადოებრივი, არასამთავრობო ორგანიზაცია./2012 წელს ტრანსფორმირებულ იქნა „საქართველოს პროფესიული განათლების ფონდის“ სახით/. ასოციაციაში გაერთიანებული იყო 42 სახელმწიფო და კერძო პროფესიული სასწავლო დაწესებულება.

მოსახლეობის სხვა და სხვა ასაკობრივი კატეგორიის პროფესიული სწავლების გაუმჯობესების მიზნით ასოციაცია აქტიურად თანამშრომლობდა: მეწარმეთა დარგობრივ ჯგუფებთან და გაერთიანებებთან, IIZ/DVV-თან, ხოლო ახალგაზრდობის სწავლების თვალსაზრისით – სახელმწიფო და კერძო სასწავლებლებთან, აგრეთვე ETF-ს ეროვნულ ობსერვატორიასთან და სხვა საერთაშორისო ორგანიზაციებთან.

ასოციაციის დამფუძნებელი კრების გადაწყვეტილებით და საწესდებო დოკუმენტებით განისაზღვრა შემდეგი ამოცანები:

–           დაინტერესებულ ორგანიზაციებთან და უწყებებთან ერთობლივად სახელმწიფო, კერძო, ფორმალური და არაფორმალური   პროფესიული განათლების განვითარების ხელშეწყობა დამოუკიდებელი ცხოვრებისთვის ახალგაზრდობის მომზადების და შრომის ბაზარზე მისი კონკურენტუნარიანობის ამაღლების მიზნით;

–           ზრდასრული მოსახლეობის სხვა და სხვა ასაკობრივი კატეგორიის და სოციალური ჯგუფის პროფესიულ საგანმანათლებლო მომსახურებაზე მოთხოვნილებების დასაკმაყოფილებლად  შესაბამის სახელმწიფო, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან ერთობლივი საქმიანობის შედეგად ამ მიმართულებით ფორმალური და არაფორმალური პროფესიული განათლების გააქტიურება;

–           მოკლევადიანი პროფესიული მომზადება – გადამზადების ორგანიზების მეშვეობით სიღარიბის ზღვარს გადაცილებული, უმუშევარი და სოციალურად გაუცხოებული მოსახლეობის დასაქმების ხელშეწყობისთვის სახელმწიფო სოციალურ, შრომითმოწყობის სამსახურებთან, კერძო და არასამთავრობო ორგანიზაციებთან თანამშრომლობა;

–           აღნიშნული მიმართულებებით პროფესიული განათლების სახელმწიფო სასწავლებლების და კერძო პროვაიდერების საქმიანობის ქმედითუნარიანობის ამაღლებისთვის როგორც სწავლების შინაარსობლივი ასევე მეთოდიკური თვალსაზრისით თეორიული სწავლების მასწავლებლების და ინსტრუქტორების მომზადების და გადამზადების ხელშეწყობა;

–           დამსაქმებლებთან, მეცნიერების წარმომადგენლებთან და წარმოების    პრაქტიკოს სპეციალისტებთან ერთად მოზიდული ექსპერტების, სასწავლებლების ოსტატ-მასწავლებლების  დახმარებით საგანმანათლებლო პროფესიული სტანდარტების, სასწავლო და დამხმარე მასალების, სახელმძღვანელოების მომზადება, სპონსორების ხელშეწყობით გამოცემა და დამწყებ პროვაიდერებისთის, სასწავლო კურსების უმუშევარი და გადახდისუუნარო მსმენელებისთვის უსასყიდლო გადაცემა;

–           დამსაქმებლებთან და დარგობრივ პროფესიულ კავშირებთან ერთად დასაქმებული და დაუსაქმებელი მოსახლეობის სხვა და სხვა კატეგორიების პროფესიული სწავლების აქტუალური საკითხების განსახილველად თემატური მრგვალი მაგიდების ჩატარება;

–           სხვა და სხვა რეგიონების, დარგების და ეკონომიკური საქმიანობის სფეროების, მოსახლეობის განსხვავებული კატეგორიის მოთხოვნილებათა გათვალისწინებით პროფესიული მომზადების მოკლევადიანი კურსების, ტრენინგების, კონსულტაციების ორგანიზება და ჩატარება;

–           დაინტერესებულ, დონორ და პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთობლივად შრომის ბაზრის, აქტუალური პროფესიული საგანმანათლებლო მოთხოვნილებების მიმართულებით კვლევების ჩატარება, კონკრეტული დარგებისთვის და რეგიონებისთვის სათანადო რეკომენდაციების შემუშავება და ა.შ.

აღნიშნული ამოცანების რეალიზაციისთვის ასოციაცია, მისი კომპეტენციის და შესაძლებლობების ფარგლებში ინფორმაციულ და სასწავლო – მეთოდურ მხარდაჭერას უწევდა პროფესიული განათლების სახელმწიფო და კერძო სასწავლო დაწესებულებებს, ხელს უწყობდა არაფორმალური სექტორის განვითარებას და პარტნიორული ურთიერთობების დამყარებას დამსაქმებლებს, სოციალურ სამსახურებსა და სასწავლო დაწესებულებებს შორის. მხოლოდ სამშენებლო სფეროს 6 წამყვან კომპანიას და სასწავლო დაწესებულებს შორის მოეწყო 8 შეხვედრა, დადგინდა კომპანიების მოთხოვნილება პროფესიებში, დაზუსტდა ამ პროფესიებში თეორიული და პრაქტიკული სწავლების შინაარსი. სპეციალური ანკეტირების მეშვეობით აგრეთვე დაზუსტებულ იქნა შინაარსობლივი თეორიული და პრაქტიკული სწავლების მიმართ სოფლის მეურნეობის, მომსახურების სფეროს რიგ დარგებში, ლითონდამუშავებაში და ა.შ.

2003 წელს თბილისის სამშენებლო ლიცეუმის ბაზაზე IIZ/DVV-ს დახმარებით იყო შექმნილი „ზრდასლულთა პროფესიული განათლების ცენტრი“, “SOS – ბავშვთა სოფელი“-ს კონტინგენტის პროფესიული სწავლებისთვის იქმნებოდა სასწავლო ბაზა,  აგრეთვე სპეციალიზებული სასწავლო ცენტრი  შეიქმნა ს/ს „საქორგგაზში“და ა.შ.

მოთხოვნილებათა შესწავლის საფუძველზე IIZ/DVV-ს თანადგომით, დამასაქმბელთა, მეცნიერთა და პრაქტიკოს სპეციალისტთა დახმარებით, BIBB-ის და ETF- ის მეთოდოლოგიური რეკომენდაციების გათვალისწინებით შემუშავდა და აპრობაციისთვის სასწავლო დაწესებულებებამდე დაყვანილ იქნა შემდეგი პროფესიული საგანმანათლებლო სტანდარტების პროექტები:

„სასოფლო-სამეურნეო წარმოების ოსტატი“ (ფერმერი – მიწათმოქმედი, მეცხოველე); „ფართო პროფილის მშენებელი“; „სამშენებლო მოსაპირკეთებელი  სამუშაოების ოსტატი“; „სადურგლო სამუშაოების ოსტატი“; „სანტექნიკური სამუშაოების ოსტატი“; „ელექტრო სამონტაჟო სამუშაოების ოსტატი“;  ”А”,”В”,”С”,”Д”,”Е” კატეგორიის მძღოლი“; „ავტოშემკეთებელი მექანიკოსი“; „ხარატი“; „ზეინკალი“; „მდივან-რეფრნტი“;„ძიძა“ (ბავშვის მოვლა);„პარიკმახერი“; „ბარმენი“; „მიმტანი“; „მზარეული“; „გამყიდველი“ (საცალო ვაჭრობა).

აღნიშნული სტნდატების შესაბამია შემუშავებულ იქნა და IIZ/DVV თანადგომით გამოიცა სახელმძღვანელოები:

«საბაზრო ეკონომიკის საფუძვლები», «სამეწარმეო სამართლის შესავალი», «სამშენებლო სამუშაოების წარმოება», «ვეტერინარიის საფუძვლები», «მეცხოველეობის საფუძვლები», «აგრონომიის საფუძვლები», «ერთწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები», «მრავალწლიანი სასოფლო-სამეურნეო კულტურები», «ტრაქტორები და ავტომობილები»,«სასოფლო-სამეურნეო მანქანები», «სასოფლო-სამეურნეო ტექნიკის მომსახურება და რემონტი», «სასოფლო-სამეურნეო პროდუქციის გადამუშავება და შენახვა», «ხარატი», «სანტექნიკური სამუშაოების წარმოება»,«სადურგლო სამუშაოები», «მდივან-რეფრნტი»,«საქმისწარმოების საფუძვლები», «საქმიანი მიმოწერა» და ა.შ.

აგრარული პროფილის პროფესიული სსწალებლების ნაწილის სპეციალური საგნების მასწავლებლებისთვის და ინსტრუქტორებისთვის სტანდარტების პროექტების გაცნობის და ახალი სახელმძღვანელოების პრეზეტაციის მიზნით კაჭრეთის სასწავლებლის ბაზაზე შექმნილ საკონსულტაციო ცენტრში აგრარული უნივერსიტეტის  და ზოოვეტერინალური აკადემიის კათედრების, აგრეთვე რეგიონის სოფლის მეურნეობის სამმართველოს თანამონაწილეობით ჩატარდა თემატური ტრენინგები. შემდგომ ეტაპზე 5 სასწავლებლის ბაზაზე ამ ძალებით მოხდა დანარჩენი აგრარული სასწავლებლების 90 მასწავლებლის გადამზადება, ხოლო შემდგომ ეტაპზე მომზადებული ტრენერების მეშვეობით 498 ფერმერს ჩაუტარდა 3 დღიანი კონსულტაციები მცენარეთა დაცვის, ვეტერინარიის, ფერმერული მეურნეობის ორგანიზაციისა და ეკონომიკის აქტუალურ და პრობლემატურ საკითხებზე.

დამსაქმებლებთან და ადგილობრივ მართველობასთან ერთად ბორჯომის პროფესიული სასწავლებლის ბაზაზე მომზადდა 6 ინსტრუქტორი და მათი მეშვეობით ბორჯომის ისტორიული ნაწილის აღდგენითი სამუშაოებისთვის სამთვიან კურსებზე დაუსაქმებელი მოსახლეობის სწავლებით მომზადებულ იქნა 36 სამშენებლო სამუშაოების ოსტატი.

მოლაპარაკების საფუძველზე სამშენებლო კომპანიებისთვის – „აქსისი“, „ალიონი“, „ალგეთი“, „ზაკტრანსმშენი“ ზრდასრულთა პროფესიული განათლების ცენტრის ბაზაზე სამშენებლობლო პროფესიებში მომზადდა 22 ადამიანი (4 ბავშვთა სახლის აღსაზრდელი, 9 უმუშევარი და ამ კომპანიების 10 ახალბედა მუშაკი).

ასოციაციის აქტიური საქმიანობის პერიოდში სულ ჩატარდა სხვა და სხვა სახის 101 სასწავლო კურსი, ტრენინგი, სემინარი და ჯგუფური კონსულტაცია. ამ ღონისძიებათა უმეტესი ნაწილი ტარდებოდა რეგიონებში არსებულ სასწავლებლებში, ხოლო 19 ჩატარდა ზრდასრულთა პროფესიული განათლების ცენტრის ბაზაზე. სწავლებაში, ტრენინგებსა და კონსულტაციებში ჩართული იყო 2014 მსმენელი და 163 ტრენერი, მათ შორის დასაქმბელთა წარმომადგენლები, უმაღლესი და პროფესიული სასწავლებლების მასწავლებლები, კვლევითი და სამეცნიერო დაწესებულებების სპეციალისტები.

საქმიანობის შემდგომ ეტაპზე ასოციაცია გეგმავდა:  მეწარმეთა გაერთიანებებთან და პროფესიულ კავშირებთან ერთად „პროფესიული განათლების ფონდის“ ჩამოყალიბებას; რეგიონების და დარგების მოთხოვნილებების გათვალისწინებით არსებული (სახელმწიფო და კერძო) სასწავლებლების ბაზაზე საკონსულტაციო და ტერნინგ ცენტრების ქსელის გაფართოებას; მასწავლებლების, ტრენერების და კონსულტანტების მომზადება-გადამზადებას სპეციალურ საგნებში და ზრდასრულთა პროფესიული სწავლების მეთოდიკის საკითხებში; სასწავლო და მეთოდური მასალების მომზადების და გამოცემის გაგრძელებას;  სპეციალიზებული ვებგვერდის შექმნას, რომელიც გააშუქებდა საქართველოს პროფესიულ განათლებაში არსებულ სიტუაციას, პესპეტივებსა და განვითარების პრობლემებს; რეგიონალურ და დარგობრივ ჭრილში შრომის ბაზრის და პროფესიებში არსებულ მოთხოვნილებათა კვლევებს; მოსახლეობის მიზნობრივი ჯგუფების (უმუშევრები, დევნილები, სოციალურად დაუცველები)  დასაქმების ხელშეწყობის მიზნით  სასწავლო კურსების, ტრენინგების, საკონსულტაციო მუშაობის გააქტიურებას; მასმედიის დახმარებით წარმატებული სასწავლო დაწესებულებების, ტრენინგ ცენტრების, საწარმოების საქმიანობის მაგალითებზე მოსახლეობაში ცხოვრების განმავლობაში წავლების (LLL) პრინციპების პოპულარიზაციას.

Advertisements

დაამატეთ კომენტარი

Fill in your details below or click an icon to log in:

WordPress.com Logo

You are commenting using your WordPress.com account. Log Out /  შეცვლა )

Google+ photo

You are commenting using your Google+ account. Log Out /  შეცვლა )

Twitter picture

You are commenting using your Twitter account. Log Out /  შეცვლა )

Facebook photo

You are commenting using your Facebook account. Log Out /  შეცვლა )

Connecting to %s

%d bloggers like this: